ყველა საიტს უფასოდ აქვს მისამართი ჩვენს დომენზე (თქვენი-სახელი.buildo.ge). საკუთარი დომენის — მაგალითად mybrand.ge — დაკავშირება ხელმისაწვდომია Business ტარიფიდან. დომენი ჯერ უნდა შეიძინოთ რეგისტრატორთან (მაგ. nic.ge, domenebi.ge, GoDaddy, Namecheap).
სად ემატება დომენი
დეშბორდში აირჩიეთ საიტი და გადადით დომენები განყოფილებაში. „საკუთარი დომენის“ ბლოკში ჩაწერეთ დომენი, აირჩიეთ დაკავშირების მეთოდი და დააჭირეთ „დაკავშირებას“. ჩვენ არასოდეს ვცვლით თქვენი რეგისტრატორის პარამეტრებს — ჩანაწერებს ან NS სერვერებს თქვენ ცვლით, ჩვენ მხოლოდ ვამოწმებთ.
მეთოდი 1: DNS ჩანაწერებით (A/CNAME)
DNS რჩება თქვენს რეგისტრატორთან, ამიტომ ელფოსტა და სხვა არსებული ჩანაწერები უცვლელი რჩება. დომენის დამატების შემდეგ დეშბორდი ზუსტ მნიშვნელობებს გაჩვენებთ — დააკოპირეთ ისინი რეგისტრატორის DNS პანელში:
- TXT ჩანაწერი სახელით
_buildo-verify.თქვენი-დომენიდა მნიშვნელობითbuildo-verify=…— ადასტურებს, რომ დომენი თქვენია. ბევრ პანელში „ჰოსტის“ ველში საკმარისია მხოლოდ_buildo-verify. - ძირითადი დომენისთვის (
mybrand.ge) — A ჩანაწერი(ები), რომლებიც ჩვენი სერვერის IP მისამართზე მიუთითებს. - ქვედომენისთვის (
shop.mybrand.ge) — CNAME ჩანაწერი, რომელიც დეშბორდში მითითებულ მისამართზე მიუთითებს. - სურვილისამებრ: CNAME ჩანაწერი
www-სთვის, რომwww.mybrand.ge-მაც იმუშაოს.
თუ დომენზე უკვე არსებობს სხვა A ან CNAME ჩანაწერი იმავე სახელით, წაშალეთ იგი — წინააღმდეგ შემთხვევაში შემოწმება ვერ გაივლის.
მეთოდი 2: NS სერვერებით
ამ შემთხვევაში დომენის DNS-ს მთლიანად ჩვენ ვმართავთ. რეგისტრატორის პანელში, „Nameservers / NS სერვერების“ განყოფილებაში, ჩაწერეთ მხოლოდ ის ორი მნიშვნელობა, რომელსაც დეშბორდი გაჩვენებთ. არსებულ საჯარო ჩანაწერებს (მაგალითად, ელფოსტის MX-ს), რომლებსაც ვპოულობთ, ზონაში ავტომატურად გადმოვიტანთ; შემდგომში ჩანაწერებს თავად მართავთ დომენის „DNS ჩანაწერების“ ღილაკით. ეს მეთოდი ხელმისაწვდომია მხოლოდ მაშინ, როცა პლატფორმაზეა ჩართული.
შემოწმება და SSL
- ჩანაწერების დამატების შემდეგ დააჭირეთ „შემოწმებას“. DNS ცვლილებების გავრცელებას რამდენიმე საათი სჭირდება (NS-ის შეცვლისას — 24 საათამდე); სისტემა დომენს ავტომატურადაც ამოწმებს.
- თუ რამე აკლია, დეშბორდი ზუსტად გეტყვით, რა: მაგალითად, „TXT ჩანაწერი ვერ მოიძებნა“ ან „A/CNAME ჩანაწერი სხვა მისამართზე მიუთითებს“, და გაჩვენებთ ამჟამინდელ მნიშვნელობასაც.
- წარმატებული შემოწმების შემდეგ SSL სერტიფიკატი ავტომატურად გაიცემა: სტატუსი „გამოიცემა“ შეიცვლება სტატუსით „აქტიური · SSL“.
- დააჭირეთ „ძირითადად დაყენებას“ — ამის შემდეგ სხვა მისამართებზე შემოსული სტუმრები ავტომატურად ძირითად დომენზე გადამისამართდებიან.
ხშირი კითხვები
- დომენი გავთიშე — დაიკარგება? არა. „გათიშვის“ შემდეგ ჩანაწერი რჩება და მოგვიანებით „ხელახლა დაკავშირებით“ აღადგენთ. „წაშლა“ დომენს სიიდან სრულად აშორებს.
- შეიძლება უფასო ქვედომენის შეცვლა? კი, „ქვედომენის შეცვლით“, მაგრამ ძველი მისამართი აღარ იმუშავებს.
- რამდენი დომენი შეიძლება? ერთ საიტზე რამდენიმე დომენის დაკავშირება შეიძლება; ძირითადი მხოლოდ ერთია.
ჯერ კიდევ გაქვთ კითხვა?
მოგვწერეთ — ჩვეულებრივ, ერთი სამუშაო დღის განმავლობაში ვპასუხობთ.
