ტარიფის შეცვლა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, ამიტომ დაიწყეთ იმით, რაც ახლა გჭირდებათ. ქვემოთ აღწერილია ტარიფების ძირითადი განსხვავებები; ზუსტი ლიმიტები და ფასები ლარში ყოველთვის ჩანს ფასების გვერდზე და დეშბორდის განყოფილებაში ტარიფი.
უფასო
შესაფერისია დასაწყებად და საიტის გასაცნობად: ერთი საიტი უფასო ქვედომენზე (სახელი.buildo.ge), რამდენიმე გვერდი, უფასო თემები, ძირითადი ვიჯეტები და AI ასისტენტი. საიტზე ჩანს პლატფორმის მცირე ნიშანი.
ბიზნესი
ბიზნესის უმეტესობისთვის: საკუთარი დომენი, ონლაინ მაღაზია და ბანკის გადახდები, მაგიდებისა და ნომრების ჯავშნები, ყველა ვიჯეტი, Custom CSS, საბაზისო ანალიტიკა და გუნდის წევრი. პლატფორმის ნიშანი აღარ ჩანს.
პრო
მზარდი ბიზნესისთვის: რამდენიმე საიტი, მეტი პროდუქტი და საცავი, ყველა თემა, SEO Pro, გაფართოებული ანალიტიკა და უფრო დიდი გუნდი.
სააგენტო
ვინც კლიენტებისთვის ქმნის საიტებს: ბევრი საიტი, კლიენტების ორგანიზაციები, საიტების გადაცემა და White Label.
დამატებები
თუ ტარიფის შეცვლა არ გჭირდებათ, მაგრამ კონკრეტული ფუნქცია გინდათ, იყიდეთ დამატება — მაგალითად, SEO Pro, Pro ვიჯეტები ან ყველა თემა. დამატებები ნებისმიერ ტარიფზე იყიდება და ტარიფის ლიმიტებს ემატება.
გადახდა
- ტარიფი იხდება თვიურად ან წლიურად, საბანკო ბარათით, ბანკის დაცულ გვერდზე. ბარათის მონაცემებს ჩვენ არ ვინახავთ.
- გადახდის დადასტურებისთანავე ტარიფი ავტომატურად აქტიურდება. ინვოისები ჩანს განყოფილებაში ტარიფი → ინვოისები.
- ბილინგს მართავს მხოლოდ ორგანიზაციის მფლობელი.
- გამოწერის გაუქმებისას ტარიფი მიმდინარე პერიოდის ბოლომდე მოქმედებს, შემდეგ კი უფასოზე გადახვალთ. თანხის დაბრუნების პირობები იხილეთ თანხის დაბრუნების პოლიტიკაში.
კითხვები გაქვთ? მოგვწერეთ და დაგეხმარებით სწორი ტარიფის შერჩევაში.
ჯერ კიდევ გაქვთ კითხვა?
მოგვწერეთ — ჩვეულებრივ, ერთი სამუშაო დღის განმავლობაში ვპასუხობთ.
