პროდუქტებისა და ვარიანტების დამატება

ფასი, მარაგი, ფოტოები, ზომა-ფერის ვარიანტები, ციფრული პროდუქტები და იმპორტი CSV ფაილიდან.

ონლაინ მაღაზია ხელმისაწვდომია Business ტარიფიდან; პროდუქტების მაქსიმალური რაოდენობა ტარიფზეა დამოკიდებული. პროდუქტებს მართავთ დეშბორდის განყოფილებაში მაღაზია → პროდუქტები.

ახალი პროდუქტი

  1. დააჭირეთ „ახალ პროდუქტს“ და შეიყვანეთ სახელი.
  2. აირჩიეთ ტიპი: ფიზიკური (მიწოდებით) ან ციფრული (ჩამოსატვირთი).
  3. დაწერეთ მოკლე აღწერა (ჩანს ფასის ქვეშ) და დეტალური აღწერა. ღილაკი „AI-ით დაწერა“ ტექსტის პირველ ვერსიას მოგიმზადებთ — გადახედეთ და შეინახეთ.
  4. ატვირთეთ სურათები. პირველი სურათი მთავარია და ჩანს კატალოგში.
  5. მიუთითეთ ფასი. ძველი ფასი გადახაზული გამოჩნდება — ასე აჩვენებთ ფასდაკლებას.
  6. ბლოკში მარაგი ჩართეთ „მარაგის აღრიცხვა“ და მიუთითეთ რაოდენობა — როცა ნაშთი ამოიწურება, პროდუქტის ყიდვა შეუძლებელი გახდება.
  7. მიაკუთვნეთ კატეგორიები, ფიზიკურ პროდუქტს კი მიუთითეთ წონა (გრამი).
  8. აირჩიეთ სტატუსი: „აქტიური (ჩანს საიტზე)“, „დრაფტი“ ან „არქივი“, და დააჭირეთ „შენახვას“.

ვარიანტები — ზომა, ფერი, მეხსიერება

თუ პროდუქტს რამდენიმე ვერსია აქვს:

  1. ბლოკში „ვარიანტები“ დაამატეთ ოფცია (მაგ. „ზომა“) და მისი მნიშვნელობები (S, M, L).
  2. დაამატეთ მეორე ოფციაც (მაგ. „ფერი“: შავი, თეთრი). სისტემა ყველა კომბინაციას ავტომატურად შექმნის — ამ მაგალითში 6 ვარიანტს.
  3. თითოეულ ვარიანტს შეიძლება ჰქონდეს საკუთარი ფასი, მარაგი, SKU და ფოტო. ბევრი ვარიანტის ერთად შესაცვლელად გამოიყენეთ „ვარიანტების სწრაფი რედაქტირება“.

ციფრული პროდუქტები

ციფრულ პროდუქტს მიამაგრეთ ფაილი. მყიდველი მას მხოლოდ გადახდის შემდეგ მიიღებს, დროებითი ბმულით — ფაილის პირდაპირი მისამართი არსად ჩანს.

სასარგებლო დეტალები

  • გამორჩეული პროდუქტი — მონიშნეთ ის პროდუქტები, რომლებიც გსურთ წინა პლანზე გამოიტანოთ.
  • ზომების ცხრილი — ჩანს პროდუქტის გვერდზე, „ზომების ცხრილის“ ღილაკით.
  • დუბლირება — მსგავსი პროდუქტის სწრაფად შესაქმნელად.
  • შეკვეთებში უკვე გამოყენებული პროდუქტი წაშლისას არ იშლება, არამედ არქივში გადადის — ძველი შეკვეთები ასე უცვლელი რჩება.
  • პროდუქტის გვერდის განლაგებას ბილდერში, „პროდუქტის შაბლონით“ ცვლით.

იმპორტი CSV ფაილიდან

ბევრი პროდუქტის ერთად დასამატებლად გამოიყენეთ „CSV იმპორტი“:

  1. Excel-ში შეინახეთ ცხრილი CSV ფორმატში („Save as CSV“).
  2. ჩააგდეთ ფაილი იმპორტის გვერდზე. სვეტები ავტომატურად ამოიცნობა — „სვეტების შესაბამისობაში“ შეგიძლიათ შეცვალოთ.
  3. აირჩიეთ ნაგულისხმევი სტატუსი, გადახედეთ შედეგს და დააჭირეთ „იმპორტს“.

შეზღუდვები: ერთ ფაილში მაქსიმუმ 5000 ხაზი, სურათები კი მხოლოდ https:// ბმულით.

ჯერ კიდევ გაქვთ კითხვა?

მოგვწერეთ — ჩვეულებრივ, ერთი სამუშაო დღის განმავლობაში ვპასუხობთ.

მოგვწერეთ