ვიზუალური ბილდერი

ააწყე საიტი ისე, როგორც წარმოგიდგენია

Buildo-ის ბილდერში ხედავ ზუსტად იმას, რასაც შენი ვიზიტორი. გადაათრიე ბლოკები, შეცვალე ტექსტი პირდაპირ გვერდზე, მოარგე მობილურს და გამოაქვეყნე — კოდის გარეშე.

… · მთავარიგამოქვეყნება
ელემენტები
სათაური
ტექსტი
სურათი
ღილაკი
სვეტები
გალერეა
პროდუქტები
ფორმა
რუკა
უკუთვლა
თემა
აქცენტის ფერი
შრიფტები
დაშორება
96249624
ფონი

ცოცხალი დემო — შეცვალე თემა, ფერი ან მოწყობილობა.

115ელემენტი
14ელემენტების ჯგუფი
35+მზა თემა
3მოწყობილობის რეჟიმი
3ენა ერთ საიტზე
როგორ მუშაობს

იდეიდან ცოცხალ საიტამდე — ოთხი ნაბიჯი

  1. 01

    დაიწყე თემით ან AI-ით

    აირჩიე 35+ პროფესიონალური თემიდან ან აღწერე ბიზნესი და AI პირველ ვერსიას — გვერდებით, ტექსტით და ფერებით — წუთში ააწყობს.

  2. 02

    გადაათრიე და შეცვალე

    დაამატე სექციები და ელემენტები, ტექსტი შეცვალე პირდაპირ გვერდზე, სურათები ატვირთე მედია ბიბლიოთეკიდან.

  3. 03

    მოარგე ყველა ეკრანს

    გადართე ტაბლეტზე და მობილურზე და თითოეულისთვის ცალკე შეცვალე ზომები, დაშორებები ან დამალე ელემენტი.

  4. 04

    გამოაქვეყნე

    შენახვა ავტომატურია, ვერსიები ინახება. ერთი დაჭერით საიტი ცოცხალია — საკუთარ დომენზე, HTTPS-ით.

სამუშაო სივრცე

ყველაფერი თავის ადგილზე

დააჭირე ბილდერის ნაწილს და ნახე, რას აკეთებს.

მარცხენა პანელი

ხუთი ჩანართი: ელემენტები, მზა სექციები, ნავიგატორი (გვერდის ხე), გვერდები და დიზაინი (ფერები, შრიფტები, ღილაკები).

  • 115 ელემენტი 14 ჯგუფად
  • მზა სექციები ერთი დაჭერით
  • გლობალური ბლოკები ყველა გვერდისთვის
შესაძლებლობები

ყველა ინსტრუმენტი, რაც პროფესიონალურ საიტს სჭირდება

გადათრევა და ჩასმა

სექციები, სვეტები, ბადე და კონტეინერები. ჩასმის ადგილს ბილდერი ზუსტი ხაზით გაჩვენებს და არასწორ ადგილას ჩასმას არ დაგაშვებინებს.

ტექსტი პირდაპირ გვერდზე

ორჯერ დააჭირე სათაურს ან აბზაცს და წერე. მუქი, დახრილი, ბმული — ზედ მცურავი პანელიდან.

სტილი თითო მოწყობილობაზე

კომპიუტერის, ტაბლეტის და მობილურის სტილი ცალ-ცალკე: შრიფტის ზომა, დაშორებები, განლაგება, ხილვადობა.

დიზაინის სისტემა

საიტის ფერები, შრიფტები, ღილაკების და ბარათების სტილი ერთ ადგილას. შეცვალე ერთხელ — განახლდება ყველგან.

ანიმაციები და მოძრაობა

გამოჩენა სქროლზე, parallax ფონი, sticky სექციები, hover ეფექტები და გვერდებს შორის რბილი გადასვლა.

გლობალური ბლოკები

შეინახე სექცია და ჩასვი ბევრ გვერდზე. შეცვალე ერთ ადგილას — განახლდება ყველა გვერდზე. საჭიროებისას გამოყავი ჩვეულებრივ ასლად.

მრავალენოვანი საიტი

ქართული, ინგლისური და რუსული ვერსიები ერთ საიტზე. განლაგება საერთოა, ტექსტი — თითო ენაზე. AI თარგმანი ერთი დაჭერით.

AI ასისტენტი

დაწერე ან გადაწერე ტექსტი, შექმენი ახალი სექცია ან მთელი გვერდი აღწერით — ბილდერიდან გაუსვლელად.

ისტორია და ვერსიები

Undo/Redo ყველა მოქმედებაზე, ავტომატური შენახვა და ძველ ვერსიაზე დაბრუნება ნებისმიერ დროს.

დრაფტი და გადახედვა

ცვლილებები დრაფტში რჩება, სანამ გამოაქვეყნებ. გადახედე ნამდვილ ბმულზე ნებისმიერ მოწყობილობაზე.

მედია ბიბლიოთეკა

სურათები ავტომატურად იკუმშება და თანამედროვე ფორმატში გარდაიქმნება — საიტი სწრაფად იტვირთება.

SEO ჩაშენებული

სათაური, აღწერა, სოციალური სურათი თითო გვერდზე, sitemap, სტრუქტურირებული მონაცემები და სწრაფი ინდექსაცია.

საკუთარი CSS და კოდი

გამოცდილებისთვის: CSS კლასები, ID-ები, საკუთარი სტილები და ჩასაშენებელი კოდი.

გამოქვეყნება საკუთარ დომენზე

ერთი დაჭერით გამოქვეყნება, უფასო ქვედომენი ან საკუთარი დომენი — HTTPS სერტიფიკატი ავტომატურად.

ნავიგატორი

მთელი გვერდის ხე ერთ სიაში — მარტივად იპოვე, აირჩიე და გადააადგილე ნებისმიერი ელემენტი.

ადაპტიური

ერთი საიტი — სამი ეკრანი

ყველა ელემენტი თავისით ეწყობა ეკრანს. თუ გინდა, თითო მოწყობილობაზე ცალკე შეცვალე ზომა, განლაგება ან დამალე.

მოძრაობა

ანიმაციები, რომლებიც ცოცხლად აჩენს გვერდს

აირჩიე ეფექტი, დაყოვნება და ხანგრძლივობა. ვინც სისტემაში მოძრაობას ამცირებს, სტატიკურ ვერსიას ნახავს.

გამოჩენა
ქვემოდან
გვერდიდან
გადიდება
შემობრუნება
ფოკუსი
ელემენტები

115 ელემენტი — სათაურიდან ბილეთამდე

აირჩიე ჯგუფი ან მოძებნე სახელით. ყველა ელემენტს თავისი პარამეტრები, სტილი და ანიმაცია აქვს.

სექციაგანლაგება
კონტეინერიგანლაგება
სვეტებიგანლაგება
სვეტიგანლაგება
ბადეგანლაგება
სათაურიძირითადი
ტექსტიძირითადი
ღილაკიძირითადი
აიკონიძირითადი
დაშორებაძირითადი
გამყოფიძირითადი
სურათიმედია
ვიდეომედია
გალერეამედია
სლაიდერიმედია
რუკამედია
აკორდეონიინტერაქტიული
ტაბებიინტერაქტიული
საკონტაქტო ფორმაინტერაქტიული
გამოწერის ფორმაინტერაქტიული
სოციალური ქსელებიინტერაქტიული
ფასების ცხრილიინტერაქტიული
შეფასებებიინტერაქტიული
უკუთვლაინტერაქტიული
აქციის ზოლიმარკეტინგული ბლოკები
უპირატესობების ზოლიმარკეტინგული ბლოკები
კატეგორიების ფილებიმარკეტინგული ბლოკები
ბანერებიმარკეტინგული ბლოკები
ბრენდების ზოლიმარკეტინგული ბლოკები
ფოტო მოზაიკამარკეტინგული ბლოკები
არა მხოლოდ გვერდები

ბიზნესის ფუნქციები — იმავე ბილდერში

მაღაზიის, ჯავშნის ან კურსის ელემენტი ისევე ჩაისმება, როგორც სათაური. მონაცემებს დეშბორდში მართავ.

ტარიფები და დამატებები

მაღაზია

პროდუქტები, კალათა, გადახდა BOG/TBC/Credo-თი, განვადება, შეფასებები, ნაკრები, საბითუმო ფასები.

ჯავშნები

მაგიდები, სასტუმროს ნომრები და სერვისის ვიზიტები — თავისუფალი დრო, წინასწარი გადახდა, SMS შეხსენება.

ღონისძიებები

ბილეთები QR კოდით, ტელეფონით სკანირება შესასვლელში, დასწრების სია.

კურსები და წევრობა

გაკვეთილები, პროგრესი, სერტიფიკატი, დახურული გვერდები და ყოველთვიური გამოწერა.

ბლოგი და კოლექციები

სტატიები, RSS და საკუთარი მონაცემთა ტიპები — უძრავი ქონება, მანქანები, ვაკანსიები, პორტფოლიო.

ფორმები და კონტაქტი

საკონტაქტო ფორმები, გამოწერა, WhatsApp ჩატი, რუკა და სამუშაო საათები.

სწრაფი ღილაკები

იმუშავე უფრო სწრაფად

Mac-ზე Ctrl-ის ნაცვლად ⌘ გამოიყენე.

  • CtrlSშენახვა
  • CtrlZგაუქმება
  • CtrlShiftZდაბრუნება
  • CtrlCკოპირება
  • CtrlVჩასმა
  • CtrlDდუბლირება
  • Alt↑ / ↓ზემოთ / ქვემოთ გადატანა
  • Deleteწაშლა
  • Escმონიშვნის მოხსნა
კითხვები

ხშირი კითხვები

კოდის ცოდნა მჭირდება?

არა. ყველაფერი ვიზუალურად კეთდება — გადაათრევ, აირჩევ და წერ. საკუთარი CSS მხოლოდ მათთვისაა, ვისაც სურს.

მობილურზე კარგად გამოჩნდება?

ყველა თემა და ელემენტი თავიდანვე ადაპტირებულია. ბილდერში მობილურზე გადართვით ნახავ და საჭიროებისას ცალკე შეცვლი.

შემთხვევით წაშლილს დავიბრუნებ?

კი — Ctrl+Z ნებისმიერ მოქმედებაზე, ხოლო ვერსიების ისტორიიდან ძველ მდგომარეობას ნებისმიერ დროს აღადგენ.

ცვლილებები მაშინვე ჩანს საიტზე?

არა, სანამ „გამოქვეყნებას“ არ დააჭერ. მანამდე ყველაფერი დრაფტშია და ვიზიტორები ძველ ვერსიას ხედავენ.

თემის შეცვლა შემდეგ შეიძლება?

კი. დიზაინის ჩანართში ფერები, შრიფტები და სტილები ნებისმიერ დროს იცვლება, კონტენტი კი ადგილზე რჩება.

შენი საიტი 10 წუთში იწყება

უფასო ტარიფი სამუდამოდ — ბარათის გარეშე.